თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმიური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 24, 25, 26 და 27 ივნისს, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.