ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91კმ-ში (ლენტეხის შემდეგ, სოფელ ბაბილთან) ჩამოიშალა კლდოვანი მასა და დიდი ზომის ქვის ლოდები. გზა მთლიანად დაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება ხვალ დილიდან.
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ34-კმ45 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 22 ივნისს 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, პერიოდულად საჭიროა ავტოტრანსპორტის დროებითი დაკეტვა, 20 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ში მდებარე გორის მარცხენა საავტომობილო გვირაბში (დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე წლის 18 ივნისის ღამის 23:00 სთ-დან 19 ივნისის ღამის 01:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული–ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ135–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კმ-ში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კმ-ში, რკინიგზის გადასასვლელთან, ტარდება საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00სთ-მდე.
დროის ამ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე ხიდის დაზიანების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფ. კახარეთის ხიდის გავლით.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
- 61
- 62
- 63
- 64
- 65
- 66
- 67
- 68
- 69
- 70
- 71
- 72
- 73
- 74
- 75
- 76
- 77
- 78
- 79
- 80
- 81
- 82
- 83
- 84
- 85
- 86
- 87
- 88
- 89
- 90
- 91
- 92
- 93
- 94
- 95
- 96
- 97
- 98
- 99
- 100
- 101
- 102
- 103
- 104
- 105
- 106
- 107
- 108
- 109
- 110
- 111
- 112
- 113
- 114
- 115
- 116
- 117
- 118
- 119
- 120
- 121
- 122
- 123
- 124
- 125
- 126