თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე, დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, საავტომობილო გზის კმ136–კმ152, ჩუმათელეთი-ხევი მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.
MODE
17.06.201405:40