დეპარტამენტის შესახებ
 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

პრიორიტეტები
  • ევროკავშირის საგზაო სტანდარტებთან ეტაპობრივი ინტეგრაცია
  • უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა
  • საგზაო ინფრასტრუქტურის რაციონალური დაგეგმარება
  • გზების მართვის გაუმჯობესებული სისტემის ჩამოყალიბება
  • მონიტორინგის  ფუნქციის დახვეწა
  • სექტორში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა
  • გარემოზე ზრუნვა
  • სოციალური  და განსახლების პოლიტიკის გაუმჯობესება
  • აქტივობების გამჭირვალობისა და საზოგადოების
  • ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

 

მთავარი მიმართულებები
  • E-60 და E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა
  • საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია - პერიოდული შეკეთება;
  • ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია
  • საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია
  • საგზაო ინფრასტრუქტურის პერსპექტიულ პროექტებზე მუშაობა
  • ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა

დეპარტამენტის ბალანსზე, დღეისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის 1455 კმ. გზა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 6943 კმ. გზა ირიცხება.

საერთაშორისო მნიშვნელობის საგზაო ქსელიდან განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) სატრანზიტო მაგისტრალებზე. ეს ორი გზა ერთმანეთს საპორტო ქალაქ ფოთთან უკავშირდება და მთლიანად, 450 კილომეტრიან, მთავარ სატრანზიტო  ავტომაგისტრალს წარმოადგენს.

E-60 და  E-70 მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების სამუშაოები 2006 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: