თავმჯდომარე და მოადგილეები
გიორგი წერეთელი

7Q3A1381
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2021 წლის თებერვლიდან

2018-2021(თებერვალი) წლებში მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ,  2018 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, მუშაობდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, 2017-2018 წლებში შპს „რივერსაიდ ინვესტში“ იყო პროექტების მართვის მენეჯერი.

2017 წელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2016-2017 წლებში, იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იკავებდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ამავე სამსახურში, 2013-2015 წლებში იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი უფროსი სპეციალისტი, 2001-2002 წლებში ს. ს. სადაზღვევო კომპანია „ბრიტანეთი-კავკასიაში“ იყო გენერალური მენეჯერის თანაშემწე, 1999-2001 წლებში ს. ს. „სადაზღვევო კომპანია ბრიტანეთი-კავკასიაში“ ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევის მენეჯერი,  1998-1999 წლებში შპს. „სადაზღვევო სააგენტო ალდაგი-იმერეთში“ ჯანმრთელობის დაზღვევის მენეჯერი, 1997-1998 წლებში, „ინვალიდთა საერთაშორისო ფონდში“  სოციალურ საკითხთა კოორდინატორი.

ასევე,  აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება: 2011-2013 წლებში, შპს „რენოკოლ გეოიმპექსში“ იყო  დირექტორის მოადგილე, 2009-2013 წლებში, შპს „ნდნ“-ის დირექტორი, 2008-2010 წლებში შპს „მეტალინვესტში“ მთავარი მენეჯერი,  ხოლო 2005-2008 წლებში, შპს „ჯი-ეს-ეი“-ში დირექტორის მოადგილე.

მანამდე, 2002-2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე. 

განათლება

2002 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

გიორგი წერეთელი დაიბადა 1978 წლის 21 თებერვალს, ქ. ქუთაისში

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი

 


ლევან კუპატაშვილი

kupatashvili

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2017 წლის დეკემბრიდან 


2001-2003 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე/მესამე მდივანი. 2004 - 2009  წლებში, ქალაქ ჩიკაგოში, სამშენებლო კომპანია ‘’Deluxe Windows of Chicago’’-ში იკავებდა წარმოების მენეჯერის პოზიციას. 2009 - 2016 წლებში მუშაობდა საპროექტო, საზედამხედველო და საკონსულტაციო კომპანიაში შპს „პროექტმშენკომპანი“ წარმოების მენეჯერად, ხოლო 2017 წლის იანვრიდან  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში იკავებდა ტენიკური სამდივნოს დირექციის დირექტორის პოზიციას.

განათლება

1999 წელს, დაამთავრა თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტი - ფინანსები და საბანკო საქმე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. არის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის მაგისტრი  

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

ლევან კუპატაშვილი დაიბადა 1978 წლის 13 თებერვალს ქ.თბილისში

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

 


სალომე წურწუმია

7Q3A1328

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2021 წლის მარტიდან


2011 წლიდან, აქვს საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ბოლო 7 წელი მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან ამ დრომდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის, 2013-2015 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დავების სამმართველოს უფროსის, 2013 წელს -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  დავების სამმართველოს კოორდინატორის, 2012-2013 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის, 2011-2012 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითრებისა და მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციებზე.  2011 წელს, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა

2020 წლიდან დღემდე, ევროპის უნივერსიტეტი - ასისტენტ-პროფესორი

2017 წლიდან დღემდე,  ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი

2020 წლიდან დღემდე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - მოწვეული ტრენერი

2016-2019 წლებში, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა და  კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის - მოწვეული ლექტორი

არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი.

2015-2018 წლებში, კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი 

განათლება

2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა - სამართლის დოქტორი

2012 წელს დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა -  სამართლის მაგისტრი

2010 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

სალომე წურწუმია დაიბადა 1989 წლის 10 აპრილს, ქ.ზუგდიდში

 


პავლე გამყრელიძე

papuna

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2021 წლის ივნისიდან


2005 წლიდან აქვს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება. 2005 – 2008 წლებში მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე; 2008-2012 წლებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; 2012-2016 წლებში მუშაობდა განყოფილების უფროსად, ხოლო 2017 წელს იკავებდა ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2018 წლიდან, ამ დრომდე მუშაობდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

განათლება

2009-2012 წლები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერი, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი

2005-2007 წლები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებელი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2001-2005 წლები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობა, სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს

პავლე გამყრელიძე დაიბადა 1984 წლის 7 იანვარს, ქ.თბილისი

ჰყავს მეუღლე და 1 შვილი

 


დავით გეწაძე

davit getsadze

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2021 წლის ნოემბრიდან


2011-2014 წლებში კერძო საპროექტო, საკონსულტაციო კომპანიაში ინჟინრის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლიდან დავით გეწაძე სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სადაც სპეციალისტის პოზიციაზე 2015 წელს იქნა დანიშნული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავით გეწაძე საპროექტო საქმიანობის მიმართულებით 2015 - 2017 წლებში სპეციალისტის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2017 წლიდან იგი ტექნკური სამდივნოს დირექციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. 2018 წლის იანვრიდან ასრულებდა ტექნკური სამდივნოს დირექციის დირექტორის მოვალეობას. 2018 წლის აგვისტოდან დაინიშნა საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის) თანამდებობაზე; 2021 წლის ივლისიდან 2021 წლის ნოემბრამდე იყო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).

განათლება

2016-2021 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხი საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობების განხრით;

2014 - 2016 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში;

2010 - 2014 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მშენებელი ინჟინერის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის მიმართულებით).

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

დავით გეწაძეს გავლილი აქვს არაერთი სწავლება საგზაო-საინჟინრო სფეროში, მათ შორის: 

2020 წელს აშშ-ში,  ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტში იმყოფებოდა სპეციალური ამერიკული ბიზნეს სტაჟირების პროგრამაზე საგზაო მშენებლობაში (SABIT); 

2019 წელს ინდოეთში გაიარა სწავლების კურსი სეისმომედეგი ნაგებობების პროექტირებაზე; 

2018 წელს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით, იაპონიაში გაიარა სწავლება თემაზე: ,,საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და სტიქიის საწინაამღდეგო ღონისძიებების გატარება“. 

დავით გეწაძე არის ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების ინჟინერიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი (IABSE - International Association for Bridge and Structural Engineering). 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

დავით გეწაძე დაიბადა 1992 წლის 21 აგვისტოს, ქ. თბილისში.

იურიდიულ–საკონსულტაციო ცენტრი შ.პ.ს. „ეი ფი ლეგალი“ პარტნიორი/დირექტორ

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: