თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (თბილისი-ხაშურის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარჯვენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (ხაშური-თბილისის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარცხენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე, ხოლო თბილისი-ხაშურის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არსებულ რეჟიმში, მარჯვენა გვირაბის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 19 ოქტომბრის (#20/8-2294262) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, მდ. დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა), გაუჩერებლად გავლის რეჟიმში დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რის გამოც აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა რეგულირდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
- 61
- 62
- 63
- 64
- 65
- 66
- 67
- 68
- 69
- 70
- 71
- 72
- 73
- 74
- 75
- 76
- 77
- 78
- 79
- 80
- 81
- 82
- 83
- 84
- 85
- 86
- 87
- 88
- 89
- 90
- 91
- 92
- 93
- 94
- 95
- 96
- 97
- 98
- 99
- 100
- 101
- 102
- 103
- 104
- 105
- 106
- 107
- 108
- 109
- 110
- 111
- 112
- 113
- 114
- 115
- 116
- 117
- 118
- 119
- 120
- 121
- 122
- 123
- 124
- 125
- 126