თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136–კმ152, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 20 ივნისის დღის 12:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა. ამავე გზის 146-ე კმ-ზე მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად, ჩუმათელეთი-ხევის ან ხევი-ჩუმათელეთის მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.