ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით 150მ3 მოცულობის მიწა კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა დაიკეტა.
კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით 150მ3 მოცულობის მიწა კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა დაიკეტა.
კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის კმ26-ში არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის და ადგილობრივი მნიშვნელობის კირცხი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18–კმ72 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული გზის კმ1-17 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ65 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ამბროლაურგზა-7“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში გზის საფარის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოებს, რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში დილის 08:00 სთ-დან ღამის 00:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთში განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ში მდებარე გორის მარცხენა საავტომობილო გვირაბში (დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე წლის 27 ივნისის ღამის 22:00 სთ-დან 28 ივნისის ღამის 00:30 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ146-კმ157 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 23 ივნისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად საჭიროა ავტოტრანსპორტის დროებითი დაკეტვა, 15 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.