შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ჭველიერი–მელეს კმ102–კმ123 მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისის, ღამის საათებში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია მდინარეების და ღელეების ადიდება. შედეგად, ღვარცოფული გამონატანები გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა და ავტოსატრანსპორტის მოძრაობა დროებით ჩაიკეტა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ჭველიერი–მელეს კმ102–კმ123 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.
13 ივლისს, ღამის საათებში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. შედეგად, ღვარცოფული გამონატანები გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა და ავტოსატრანსპორტის მოძრაობა დროებით ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა შენახვის სამუშაოების კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, მობილიზებულ იქნა შესაბამისი საგზაო ტექნიკა და რამდენიმე საათში მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდა.
ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და დღის ბოლოსთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დარიალის ხეობაში დილიდან, გეოლოგიური სამსახურების მიერ პროცესებზე დაკვირვება მიმდინარეობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხეს არ წარმოადგენს და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
გუშინ, დევდორაკის ხეობაში, მთელი დღის განმავლობაში უხვი ნალექი ფიქსირდებოდა, რამაც მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134–ე კილომეტრზე ლარსისა და ყაზბეგის მიმართულებით შეიქმნა საპატრულო პოლიციის საგუშაგოები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, ავტომანქანების გატარებას მორიგეობით ახდენდნენ.
დღეს, დევდორაკის ხეობაში, მთელი დღის განმავლობაში უხვი ნალექი ფიქსირდებოდა, რამაც მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია. რის გამოც, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134–ე კილომეტრზე როგორც ლარსის ასევე, ყაზბეგის მიმართულებით შეიქმნა საპატრულო პოლიციის საგუშაგოები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, ავტომანქანების გატარებას მორიგეობით ახდენენ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (ხაშური-თბილისის მიმართულება) მიმდინარე გეგმიური სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
- 61
- 62
- 63
- 64
- 65
- 66
- 67
- 68
- 69
- 70
- 71
- 72
- 73
- 74
- 75
- 76
- 77
- 78
- 79
- 80
- 81
- 82
- 83
- 84
- 85
- 86
- 87
- 88
- 89
- 90
- 91
- 92
- 93
- 94
- 95
- 96
- 97
- 98
- 99
- 100
- 101
- 102
- 103
- 104
- 105
- 106
- 107
- 108
- 109
- 110
- 111
- 112
- 113
- 114
- 115
- 116
- 117
- 118
- 119
- 120
- 121
- 122
- 123
- 124
- 125
- 126