საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ34-კმ45 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 22 ივნისს 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, პერიოდულად საჭიროა ავტოტრანსპორტის დროებითი დაკეტვა, 20 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.