საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ146-კმ157 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 23 ივნისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად საჭიროა ავტოტრანსპორტის დროებითი დაკეტვა, 15 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.