პროექტები
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები  გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა, რის შემდეგაც ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. 
ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.
გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. რაც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.
პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.   

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14.4 კმ.

დონორი: ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

აშენდება 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა

ხელოვნური ნაგებობები:

30 სახიდე გადასასვლელი

4 სატრანსპორტო კვანძი

წყალგამტარი მილები და  მიწისქვეშა გასასვლელები

ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. რაც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით 

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: