პროექტები
ქობულეთის შემოვლითი გზა

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ

დონორი ADB - აზიის განვითარების ბანკი

ობიექტი დაყოფილია 2 სამშენებლო მონაკვეთად - 2 ლოტად.

ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 1,3 კმ - სულ 13,7 კმ.

ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.

აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა  სენაკი-ფოთი-სარფის არსებული საავტომობილო გზის კმ61-დან იწყება და ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებთან მთავრდება.


ქობულეთის შემოვლითი გზა – ლოტი I

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 13.7 კმ.

დონორი - აზიის განვითარების ბანკი (ADB)

2013 წელს ჩოლოქი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მიმართულების 12.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. I-ლი ლოტის შემადგენელი ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებულ მიმართულებაზე კი 2.3 კმ-იანი მონაკვეთის 4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციის სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნულ 12,4 კმ–იან მონაკვეთზე დაიგო ასფალტ–ბეტონის საგზაო საფარი. მთავარ გზაზე აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი. მათ შორის: 3 საკვანძო გზაგამტარი, 13 წყალგამტარი მილი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი. ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ოზურგეთი-ქობულეთის მონაკვეთის გავლით, დროებითი (ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე) მოძრაობის ორგანიზაციის სქემით ხორციელდება.

ხიდები:

ხიდი საწრეტ არხზე - 30 მ.

ხიდი მდ. ნატანებზე - 170 მ.

ხიდი მდ. ჩოლოქზე - 86 მ.

ხიდი მდ. შავღელეზე - 86 მ.

ხიდი მდ. ოჩხამურზე - 86 მ.

რკინიგზაზე გადასასვლელი ესტაკადა - 492 მ.

5 ხიდი (ვიადუკი) მშრალ ხევზე - 1164 მ.

გზაგამტარები:

სოფ. შეკვეთილი - 86 მ.

ნატანები-ქობულეთი - 86 მ.

ქობულეთი-ცეცხლაური - 86 მ.

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2011წ.-01.06.2014წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია: "SINOHYDRO.

ქობულეთის შემოვლითი გზა - ლოტი II

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18 კმ.

დონორი - აზიის განვითარების ბანკი (ADB)

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ. 12-კმ. 31 მონაკვეთზე ხორციელდება 18 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

ხიდები:

მდ. აჭყვაზე - 127 მ.

მდ. კინტრიშზე - 127 მ.

მდ. კინკიშზე - 158 მ.

მდ. დეხვაზე #1 - 480 მ.

მდ. დეხვაზე #2 - 470 მ.

ხიდი-ვიადუკი (საჩინო) - 1180 მ.

ხიდი-ვიადუკი (ქვედა აჭყვა) - 480 მ.

ხიდი-ვიადუკი მდ. ჩაქვისწყალზე - 920 მ.

ხიდი-ვიადუკი (ჩაქვი) - 230 მ.

გზაგამტარები:

ქობულეთის კვანძი - 118 მ.

ხუცუბანის კვანძი - 32 მ.

კვირიკეს კვანძი - 59 მ.

შუაღელეს კვანძი - 32 მ.

ჩაქვი #1 კვანძი - 32 მ.

ჩაქვი #2 კვანძი - 32 მ.

ჩაქვის კვანძი - 63 მ.

გვირაბები:

გვირაბი #1 - 295 მ.

გვირაბი #2 - 169 მ.

 

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია: "SINOHYDRO“ 

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: