პროექტები
სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთი

 

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 57 კმ.
დონორი - ევროპის საერთაშორისო ბანკი (EIB)
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად განხორციელდება. ამ გზის პირველი ლოტის (11.5 კმ-იანი მონაკვეთის) მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები 2013 წელს დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში 2014
წელს შევა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ახალი მიმართულების 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა.

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 51.5 კმ.


დონორი - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და სახელმწიფო ბიუჯეტი GOG
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად ხორციელდება.


სამტრედია–გრიგოლეთის გზა – ლოტი I
 
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. 
პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასსასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი ესტაკადა.
ხიდები:
  • მდ. ცხენისწყალზე სიგრძით 173.
  • მდ. რიონზე სიგრძით 801.
  • მდ. ლოგობაზე სიგრძით 22.
  • რკინიგზის ხიდი-ესტაკადა სიგრძით 504.

 

გზაგამტარები:
  • ცენტრალური გზის გზაგამტარი სიგრძით 72.
  • ცენტრალრი გზის გზაგამტარი #2 სიგრძით 72.
  • გრიგოლეთის ადგილობრივი გზის გზაგამტარი სიგრძით 52.
  • ადგილობრივი გზის გზაგამტარი სიგრძით 52.

 

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია "ჯეუ გრუპი"

 
სამტრედია–გრიგოლეთის გზა – ლოტი II


სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. 
აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და 14 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია.

აშენდა:
  • 9 ხიდი
  • 3 სატრანსპორტო კვანძი
  • 76 სწორკუთხა მილი
სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია "სინოჰიდრომ"
 
სამტრედია–გრიგოლეთის გზა – ლოტი III
 
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. 
სამტრედია–გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდება:
  • 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა
  • 9 სახიდე გადასასვლელი
  • 2 სატრანსპორტო კვანძი
  • 65 სწორკუთხა მილი (მიწისქვეშა გასასვლელელები, საქონლის და საველე გასასვლელები) 
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-3 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის. 
აღნიშნულ მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
 
 
სამტრედია–გრიგოლეთის გზა – ლოტი IV
 
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.

დონორი - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
 
პროექტით გათვალისწინებული იყო 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტობეტონის გზის მშენებლობა. 
აშენდა:

  • 2 გზაგამტარი
  • 1 სატრანსპორტო კვანძი
  • 42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი
სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანიამ: „China Railway 23rd”
ფოტო მასალა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: