პროექტები
ფოთის ახალი ხიდის მშენებლობა

სამშენებლო ხიდის სიგრძე - 436 მ.

დონორი - აზიის განვითარების ბანკი (ADB) 

მშენებლობის ღირებულება - 60.8 მილიონი ლარი

მშენებელი კომპანია -  „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“

ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდი და მისასვლელი გზები აშენდება. პროექტის შესაბამისად, მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 1.5 კმ-მდე იქნება.

ამჟამად არსებული გზა  ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა.

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: