პროექტები
გზშ–სა და ტექნიკური დავალების მომზადება

მდინარე ჭოროხის გადაკვეთის და მასთან დაკავშირებული  

ინფრასტრუქტურის მოწყობის ბუნებრივ და სოციალურ  

გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და

გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადება 

 საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალება 

შესავალი 

აჭარის რეგიონი და ქალაქ ბათუმი 

1. აჭარა არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც სამხრეთ დასავლეთ კუთხეშიმ დებარეობს, რომელსაც სამხრეთით თურქეთი ესაზღვრება და აღმოსავლეთით შავი ზღვა. ბათუმი, აჭარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე იგი სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქია, რომლის ფართობი დაახლოებით 65 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 190 ათასი. ბათუმში, აგრეთვე ერთი უდიდესი საზღვაო პორტია, რომელიც ნავთობის ტერმინალსაც მოიცავს. აჭარის ბუნება ხასიათდება რბილი სუბტროპიკული კლიმატით და რთული რელიეფით, რომელიც იწყება ზღვის დონიდან ქვემოთ და ადის ზღვის დონიდან 3,000მ ზემოთ. იგი მოიცავს ძვირფასს და მრავალფეროვან ეკოსისტემებს, მათ შორის ქვიშის დიუნები, ჭაობი, ნათელიფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, სუბალპური მდელოები.

ბათუმის ურბანული განვითარება 

2. ბათუმი, რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში განიცდის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას. ტურიზმი ზოგადად რეგიონის და ბათუმის მერიის პრიორიტეტად გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის განვითარებაში ქალაქის რეაბილიტაცია და მშენებლობა შედის, საერთაშორისო აეროპორტის განახლება, სისტემების შეკეთება, ნარჩენის წყლის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის.

3. ბათუმის გარშემო მიმდინარეობს ინტენსიური საკურორტო და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარება, რომელიც კომუნიკაციების გაგრძელებასაც მოიცავს. იმის გამო რომ ეკონომიკური განვითარებისთვის ბათუმს მიწის შეზღუდული რესურსი აქვს, ამ მიზეზით გაფართოება ხდება სანაპირო ზონის, რომელიც თავის მხრივ ქმნის  დიდ გამოწვევას ეკონომიკური ზრდასთან ერთად მგრძობიარე ეკოსისტემების შენარჩუნების.

4. ურბანული განვითარება, ბათუმის ადგილმდებარეობის გამო, შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთით. სხვა მიმართულებებით ურბანული განვითარება უკვე გაკეთებულია. ქალაქის დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპიროზეა, ჩრდილოეთით პორტი და მიწა ზღვასა და მთებს შორის ზღუდავს ჩრდილოეთის გაფართოებას. გარდა ამისა, ქალაქი აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელიც უკვე დასახლებულია და ნაწილობრივ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ქალაქის განვითარება შესაძლებელია სამხრეთით და მდინარე ჭოროხის გავლით (იხილეთ დანართი 1).

სატრანზიტო მოძრაობა 

5. ბათუმის ერთადერთი მიწის კორიდორი, რომელიც აკავშირებს თურქეთთან დანარჩენ საქართველოსთან აჭარის გავლით სატრანზიტო გზით. ეს კორიდორი გადის შავი ზღვის სანაპიროზე კურორტების გასწვრივ, მათ შორის რიგ სოფლებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურისტული განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, მჭიდროდ დასახლებულ ამ სოფლებში სატრანზიტო მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა ქმნის საცობს.

6. მდინარე არსებობს მხოლოდ ერთი ხიდი, რომელიც არის ტრანს ევროპული ქსელის (E-70) ნაწილი. ხიდი მთავარი სატრანზიტო დამაკავშირებელია საქართველო-თურქეთისა და ბათუმის მიმდებარე ტურისტული ტერიტორიების. ხიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფლები გზის გასწვრივ ქმნიან ვიწრო სატრანზიტო გასასვლელს, ამას ემატება ბათუმის ურბანული განვითარება. მანქანების მოძრაობა ხიდთან აძლიერებს უარყოფითი გავლენას სატრანზიტო ტერიტორიაზე.

7. საქართველოს მთავრობამ მიმართა მსოფლიო ბანკის მოთხოვნით, რათა დაეხმაროს ბათუმის მუნიციპალიტეტს დამაკავშირებელი გზის განახლებაში, რომლის მთავარი მიზანი შევიწროებული და შეზღუდული მოძრაობის აღმოფხვრის მდ. მდინარე ჭოროხზე, რომელიც ბათუმის აკავშირებს უახლოესი ზღვისპირა სოფელებთან, გონიოს სანაპიროსთან  და სხვა მსგავსი დასახლებებითან, რასაც საბოლოოდ თურქეთის საზღვართან მივყავართ. გაუმჯობესებული სატრანსპორტო მიმოსვლა მდინარეზე განკუთვნილია ბათუმის ურბანული განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აჭარის როგორ ზღვისპირა რეკრეაციული ზონის ჩამოყალიბებას. ეს საშუალებას მისცემს და ხელმისაწვდომს გახდის ბათუმში სამხრეთ სანაპიროზე ტურიზმის განვითარებას, რასაც ექნება დადებითი ზეგავლენა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადის მიმოსვლის.

შესავალი და კონტექსტი 

8. ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა გამოიცა 2013 წლის შემოდგომაზე და ძირითადი კონტქესტი იყო მისი ზრდის დაგეგმარება. ამავე წელს გამოიცა ბათუმის საკრებულოს დადგენილება # 15 (29 მარტი, 2013) ცვლილებების 2012 წლის მარტის # 50 თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული მიწათსარგებლობის და განვითარების დებულება. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ფუნქციონალური ზონებს ბათუმის ტერიტორიაზე და ადგენს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოებია დაშვებული ამ ზონებში. ბათუმის  ურბანული განვითარების სტრატეგია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს (იხ. დანართი 2). ახალი ხიდის გარშემო ნება დართულია რეკრეაციული, გასართობი და სპორტული ობიექტების და მცირე სამშენებლო, მათ შორის კვების ერთეულების და სასტუმროების მშენებლობა. ხელისუფლება ვალდებულია (i) გამოიყენოს ტერიტორია (დაახლოებით 300 ჰა), რომელიც ყოფილი სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარეობს და ხელმიუწვდომელი იყო ათწლეულების განმავლობაში; (ii) ბათუმის ბულვარის გაფართოება, რომელიც დააკავშირებს გონიო ბულვართან და უზრუნველყოფს საცალფეხო და ველოსიპეტის გზას თურქეთის საზღვრამდე; და (iii) გაყოფს მანქანების დინებას, ის მსუბუქი მანქანები, რომლებიც მიდიან ბათუმში და სატრანზიტო მძიმე მანქანები, რომლებიც საზღვარს კვეთავენ. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა მშენებლობის ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ჭოროხის დელტაზე და არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, რომელიც სამხრეთიდან ძირითადი დამაკავშირებელია ამჟამად ბათუმთან. ამ ორ ხიდს შორის კავშირის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ადგილობრივი გზების ქსელის განახლებაც.

9. საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, პოტენციური თანადამფინანსებლების მოთხოვნების გათვალისწინებით სავალდებულოა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადება მდინარე ჭოროხის გადაკვეთისთვის. გზშ მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის საკრებულოსა და პოტენციური დამფინანსებლები. კერძოდ, გზშ–მ უნდა ახსნას, თუ როგორ ჩაჯდება ეს ორი ხიდი არსებული ბიოფიზიკური გარემოში და მხარი დაუჭიროს ბათუმის ურბანულ განვითარებას, ისევე როგორც შეაფასოს ყველა შესაძლო გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები, მათ შორის შემოთავაზებული ხიდების მშენებლობის და ექსპლუატაციის სარგებელი, წარმოადგინოს თავიდან აცილების მთელი რიგი ღონისძიებებისა ან სავარაუდოდ უარყოფითი ზემოქმედების შემარბილებელი ზომები და ხარჯების შემცირება, განსაზღვროს უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც ვერ იქნება აცილებული ან ეფექტურად შემცირებული, ასევე წარმოადგინოს პროექტის შესაფერისი ალტერნატივები. პროექტის ორი ალტერნატივა უნდა იქნეს განხილული: სტრატეგიული და ტექნიკური. სტრატეგიული ალტერნატივა მოიცავს: (i) ძველი ხიდი რეკონსტრუქციას მხოლოდ, (ii) ძველი ხიდი რეკონსტრუქციას და ახალი ორზოლიანი ხიდის მშენებლობას მსუბუქი მანქანებისთვის ჭოროხის დელტაზე და (iii) არსებული ხიდის რეაბილიტაცია და ოთხი ხაზიანი ახალი ხიდის მშენებლობას მდინარე დელტა. ტექნიკური ალტერნატივები მოიცავს დიზაინის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ახალი ხიდის და პარამეტრები, ხიდის მშენებლობა სად უფრო მიზანშეწონილია ზედ ჭოროხის დელტაზე თუ  შერთავისგან მოშორებით.

10. გზშ–მ მხედველობაში უნდა მიიღოს ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვროს შესაძლო გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მის განხორციელების დროს. მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკური–ეკონომიკური კვლევა იქნება ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი გზშ–სთვის. ავიაფაუნის ჰაბიტატების შეფასება და კარტოგრაფიული რუკები მდინარე ჭოროხის დელტის გარშემო მნიშვნელოვანი შენატანი იქნება გზშ–ში. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეფასებამ მისი ავტორები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა არ არის მისაღები, გზშ-ს ფუნქცია იქნება დაეხდმაროს ჭოროხის დელტაზე გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატების მოსალოდნელი ზემოქმედების და წარმოადგინოს დეტალური ანალიზი ხიდის მშენებლობის და ექსპლუატაციის შემთხვევაში ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა შემარბილებელი, საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გზშ-ს ჯგუფმა მჭიდროდ ითანამშრომლოს ხიდის დიზაინერების ჯგუფთან, რადგან გზშ-ს შედეგები მიბმულ უნდა იყოს დიზაინის შემუშავების დროს, რათა ის საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნეს მიღწეული, რომლებიც ნაკლებად საზიანო იქნება ბუნებრივი და სოციალური გარემოზე და გააძლიერებს მოსალოდნელ დადებითი შედეგებს. მდინარის გადაკვეთის დროს გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული ასპექტები უნდა იქნეს განხილული მთელი არეალის ფარგლებში, რომ ხიდების, ისევე როგორც მათი ინფრასტრუქტურის მშენებლობას რა ზეგავლენა ექნება რეგიონში. გზშ-ს უნდა მოიცავდეს განვითარებისგან გამოწვეულ ზემოქმედებას, ისევე როგორც ხიდის ექსპლუატაციის დროს ირიბ და გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებას ტერიტორიის მიმდებარე დასახლებებში, ასევე, ქალაქ ბათუმზე. გზშ-ს პროცესებში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი სახის ეკონომიკური საქმიანობის მიმდინარეობს/დაგეგმილია და სხვადასხვა ინტერესები კვეთავს ერთმანეთს.

11. გზშ-ს მეთოდოლოგია  და შინაარსი გზშ უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის, ასევე მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკის 4.01 გარემოზე ზემოქმედების შეფასება, 4.04 ბიომრავალფეროვნება, 4.11 ფიზიკური კულტურული მემკვიდრეობა, 4.12 არანებაყოფლობითი განსახლება, 7.50 საერთაშორისო წყლებთან დაკავშირებული პროექტები და 4.20 სქესი და განვითარება.

 გზშ-ს  მიზნები

12. გზშ-ს შესწავლის ძირითადი მიზნებია:

  • ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის გარემოს დაცვის და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეაფასების სავარაუდოდ გრძელვადიანი და საერთო ზემოქმედება; გაუკეთონ იდენტიფიცირება, თუ წარმოდგენილი მდინარის გადაკვეთა ზემოქმედებს დადებითად თუ უარყოფითად ურბანულ განვითარებაზე, რომელიც მოიცავს ადგილობრივ დასახლებების და ტურისტების მიმოსვლით გაზრდილი შემოსავლით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და დაკავშირებულია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზართან, რომელიც სამხრეთ სანაპირო ზოლზე არის განლაგებული, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არსებული მცირე ბიზნესები, საძოვრების დაზიანდება და სხვა.
  • უზრუნველყოს მკაფიო განმარტება იმისა თუ რა ეკონომიკური და სოციალური მიღწევების და დანაკარგები არის მოსალოდნელი შემოთავაზებული მდინარის გადაკვეთის; როგორ ჩადებიან ისინი ბათუმის ურბანული განვითარებაში; მაქსიმალურად ეფექტურობის რა ინფრასტრუქტურა, ან არსებული ან გამოტოვებული, იქნება საჭირო შემოთავაზებული ხიდების გამოყენებისთის;
  • დაადასტუროს და გამიჯნოს პროექტის სავარაუდო ზეგავლენის არეალი, რომელიც ამჟამად ცნობილია მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთი გზის დამაკავშირებელს შემოთავაზებული მდინარის გადაკვეთების, მუნიციპალური მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის, ნარჩენების წყლის გამწმენდი ნაგებობის, ყოფილი სამხედრო ბაზის, ბათუმის აეროპორტისა და მდინარის შესართავთან ახლოს ორი არსებული ხიდის;
  • განსაზღვროს სენსიტიური ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის რეცეპტორები ზეგავლენის არეალში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატებს; შეაფასოს დიდი მნიშვნელობის მქონე და განსაზღვრული სენსიტიური რეცეპტორების არსებული მდგომარეობა და დაადგინოს მშენებლობისა და ოპერირების ეტაპზე ინფრასტრუქტურის ზემოქმედება; განსაზღვროს თუ რომელია კრიტიკული ბუნებრივი ჰაბიტატის ან წარმოაჩინოს მათი არარსებობა;
  • უზრუნველყოს შემარბილებელი ღონისძიებების მთელი რიგი საქმიანობები მათი ღირებულების შეფასებით, რაც საჭირო იქნება თითოეულ შესაძლებელი ალტერნატიული სცენარის მიხედვით ყველაზე კრიტიკულ უარყოფითი ზემოქმედების შემამსუბუქებელი ღონისძიებები შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს თავიდან ასაცილებლად მხედველობაში არის მისაღები ბათუმითან დასაკავშირებლად;
  • კლიენტის მიერ დაქირავებული დიზაინერების გუნდთან მჭიდროს ითანამშრომლოს ალტერნატივების ანალიზის დროს მდინარის გადაკვეთებისა და დიზაინის შემუშავების დროს; უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის პერსპექტივების საბოლოო დიზაინის დროს ინტეგრაცია;
  • წარმოადგინოს მთელი რიგი საქმიანობები საპროექტო ინფრასტრუქტურის დეტალური ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, გარემოსდაცვითი საკომპენსაციო ღონისძიებების ჩათვლით; განვითაროს გარემოს დაცვის მართვის მატრიცა, მათ შორის შემარბილებელი და მონიტორინგის გეგმები მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებისთვის;
  • დაეხმაროს კლიენტს, როგორც მოთხოვნისამებრ, გზშ-ს ანგარიშის საჯარო კონსულტაციების მოწყობაში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი ნებართვის მოპოვების პროცესში.

ამოცანა აღწერა 

13. იმისათვის, რომ გზშ-ს კონსულტანტმა მიაღწიოს დადგენილ მიზნებს უნდა განახორციელოს შემდეგი ამოცანები:

განიხილოს და გაანალიზოს ხელმისაწვდომი გეგმები და ტექნიკური კვლევები

14. შეისწავლოს ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა ("Management Systems International", 2013), მისი ზონირების რუკები, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ("Transkavproject" Ltd., 2012, ხელმისაწვდომია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან), ავიაფაუნის ჰაბიტატის შეფასება და მდინარე ჭოროხის შესართავის მიმდებარე ტერიტორიის რუკები, ("შავი ზღვის აკადემია" არასამთავრობო ორგანიზაცია, 2013, ხელმისაწვდომია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან) და სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ბათუმის ურბანული განვითარების გეგმასთან, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ცხელ წერტილების მხრივ. ჩაატაროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან დისკუსიები ბათუმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. შეაფასოს ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის ზოგადი გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგები და გაუკეთოს ანალიზი, თუ როგორი ზეგავლენა ექნება მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობა, მისი გრძელვადიანი ზემოქმედება მათი ოპრირების დროს და გამოწვეული განვითარებით.

განიხილავს და დაადასტურებს ფუკუსირების ტერიტორიას

15. განიხილავს დანართ #2 და #3-ში წარმოდგენილ ტერიტორიას პოტენციური ინფრასტრუქტურის ინტერვენციის. ჩამოაყალიბებს პოტენციურ ზეგავლენას და აირჩევს ფოკუსირებულ შერჩეულს ტერიტორიას (შესწავლის). განიხილავს ზემოთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ბათუმის მერიასთან და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებებთან საკვლევი ტერიტორიის დასაზუსტებლად.

განიხილავს სამართლებრივი და მარეგულირებელ ჩარჩოებს

16. განიხილოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და გარემოდაცვის კუთხით მარეგულირებელი კანონების იდენტიფიცირების მიზნით (i) ის ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს; (ii) გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება დადგენილი პროცედურების მიხედვით; (iii) შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის და ოპერირებისთვის საჭირო ყველა ნებართვა და ამ ნებართვების მიღებისთვის საჭირო წესები, დოკუმენტაცია და კანონმდებლობა.

განიხილოს საერთაშორისო კონვენციები, სხვადასხვა გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები, რომლებსაც საქართველო მიერთებულია ან ოფიციალურად დაგეგმილია მიერთება, რომელზეც ზეგავლენას იქონიებს პროექტი, განსაკუთრებით ბონის კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე.

17. აღწეროს თუ როგორ უპასუხებს ეს გზშ-ს უპასუხებს მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებს.

ანალიზი გაუკეთოს არსებულ ხარვეზებს ეროვნული კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკაში და აღწეროს თუ როგორ იქნება გზშ-ს ანგარიშის მეშვეობით აღმოფხვრილი ზემოთ ხსენებული ხარვეზები.

ანალიზი გაუკეთოს ინსტიტუციური ჩარჩო დოკუმენტს

18. აღწეროს, თუ რომელი ცენტრალური ხელისუფლების  სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იქნება ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის დამტკიცების დროს სააგენტოების როლის მარეგულირებელი მანდატი მშენებლობის ზედამხედველობის და ექსპლუატაციის დროს.  წარმოადგინოს სამოქალაქო და კერძო საზოგადოების როლი და ზეგავლენა  პროექტითან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მისი განხორციელების დროს.

განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მეთოდოლოგიის საჭირო საველე სამუშაოები

19. ტექნიკური ლიტერატურაზე და „ფრინველთა ფაუნისა და ჰაბიტატების შეფასება მდ. ჭოროხის შესართავში“ ანგარიშზე დაყრდნობით მიმოხილოს და გაუკეთოს კრიტიკული ანალიზი, განსაზღვროს გარემოს დაცვის და სოციალურ საკითხებზე დამატებითი მონაცემების შესაგროვებლად საველე გასვლები და/ან შეამოწმოს არსებული მონაცემები. დანერგოს სპეციფიკური მიზნები საჭირო საველე სამუშაოების დროს, ხაზი გაუსვას მეთოდოლოგია და დრო შუალებური ანგარიშისთვის და შეათანხმოს თავისი გეგმები დაქირავებელთან.

თავის თავზე აიღოს გარემოსდაცვითი კვლევების

გარემოსდაცვითი შეფასების მიაწვდის ინფორმაციას შემდეგზე:

(i) ბიოფიზიკური გარემო და არსებული ინფრასტრუქტურა პროექტით განსაზღვრული ტერიტორიის გავლენის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის, ადგილობრივი გზების, მდინარის კალაპოტში ფორმალური და არაფორმალური კარიერების, მუნიციპალური მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის, ნარჩენების წყლის, ყოფილი სამხედრო ბაზის და აეროპორტის;

(ii) ცნობილი კულტურული მემკვიდრეობა და ტერიტორიაზე უცნობი არქეოლოგიური ძეგლების არსებობის ალბათობა;

(iii) კლიმატური პირობები და ამინდი;

 (iv) გეოფიზიკური სტრუქტურა და გეოლოგიური აქტივობები;

(v) სანაპირო ზოლის დინამიკა, მდინარე ჭოროხის ჰიდროლოგია და შესართავის შესაძლო ზემოქმედება, ეკონომიკური საქმიანობები მდინარეზე და მისი დალექვა (მათ შორის ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებები);

 (vi) გარემოს დაბინძურების სახეობები და წყაროები;

(vii) პროექტის ტერიტორიის სიახლოვეს  არსებული დაცული ტერიტორიები, მათ შორის, ბუფერულ ზონებში (მრავალჯერადი გამოყენების ზონებში) და მათზე შესაძლო ზემოქმედება;

(viii) ეკოსისტემების ტიპები, რომელიც შეიძლება პროექტის ტერიტორიის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, ფლორისა და ფაუნის მკაფიო აღწერა ველური ბუნების და არსებული ჰაბიტატების.

20. გარემოს დაცვის ანალიზი, რომელიც მოიცავს დამატებით საველე გასვლებს, პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული არსებული პროექტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და კრიტიკული ჰაბიტატების გამოვლენაზე  და გამოავლინოს ამ არეალში კრიტიკული ბუნებრივი ჰაბიტატების არსებობა, გადამფრენ ფრინველების ჰაბიტატების სიღრმისეულ ანალიზისთან ერთად  და გამოავლინოს პროექტის ტერიტორია, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ან რეკომენდირებულია რამსარის კონვენციის დაცვის ქვეშ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბმტენიანი ტერიტორიის.

სოციალური კვლევების განახორციელება

სოციალური შეფასების შედეგად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

(i) ხელმისაწვდომი საყოველთაო აღწერის მიმოხილვა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია პროექტის ზემოქმედების არეალში. დეტალური ინფორმაციის მოძიება მიწათსარგებლობის, სოციალურ-ეკონომიკური პირობების და ცხოვრების მდგომარეობის შესახებ იმ შედეგად დაზარალებულ პროექტის ფიზიკური ან ეკონომიკური გადაადგილება;

(ii) პროექტის გრძელვადიანი ანალიზი განხორციელებული სამუშაოებიდან ადგილობრივი მოსახლეობაზე  ზემოქმედების;

(iii) განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათზე პროექტის გავლენის არეალის დადგენა (იძულებით გადაადგილებულ პირთა, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, და ა.შ.);

(iv) ტურიტების ვიზიტის მაღალი მაჩვენებელი და პოპულარული კურორტი; ტერიტორიების განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულება და სოციალური განვითარების შესაძლებლობები ტურიზმის გაზრდით.

(v) ყურადღება მისაქცევი და ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრი  ინფრასტრუქტურის მომზადების შესახებ (მაგ ველოსიპედით ბილიკები) თემების მიმდებარე ტერიტორიებზე

განსაზღვროსეთ მოსალოდნელი ზემოქმედება და ხაზი გაუსვას შემარბილებელი ღონისძიებებს

21. შეაფასოს მდინარის გადაკვეთების სხვადასხვა სტრატეგიული და ტექნიკური მიდგომების პოტენციური ზემოქმედება რომელიც  შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივ გარემოზე, კულტურული მემკვიდრეობაზე და სოციალური ფენაზე. წარმოადგინოს ზოგადი  ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მოგება შეფასება და ზარალის რამოდენიმე შესაძლებელი სცენარი, ისევე როგორც შემარბილებელი ღონისძიებების ხარჯები, რომელიც საჭირო შეიძლება გახდეს უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში თითოეული სცენარის განვითარების დროს.

ძირითადი ზემოქმედება გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობაზე და პროექტის ზეგავლენის ფარგლებში  სხვა სახის საქმიანობის:

(i) სამშენებლო სამუშაოების იწვევს შეწუხებას, ფრაგმენტაციას ან გაუარესებას ბუნებრივი ჰაბიტატების, მათ შორის ისეთ კრიტიკულ ტერიტორიებზე სადაც გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველები ისვენებენ და იკვებებიან, ბუდობენ და ის ტერიტორიები, რომელზეც სხვა წყლის და ხმელეთის სახეობების პოპულაციები ბინადრობენ;

(ii) წყაროების და სამშენებლო მასალების ექსკავაცია, მათ შორის ოპერაციის მდინარის კარიერების;

(iii) წყალში მუშაობა;

(iv) სამუშაო ბანაკების, მისასვლელი გზების, სამშენებლო მასალები დროებითი შენახვის ტერიტორიები გამოყენება;

(v) სამშენებლო ტერიტოტიაზე დასაწყობება, მასალების და სხვა სამშენებლო ნარჩენების საბოლოო განთავსება, მათ შორის სახიფათო ნარჩენების;

(vi) ჭოროხის დელტაში ჰიდროლოგიური ცვლილებები და წყლის ხარისხის გაუარესება;

(vii) ალბათობა იმისა რომ ნაგებობების მშენებლობამ შეიძლება მდინარე დელტის ესთეტიკური ღირებულების გააუარესოს, გაანადგუროს რეკრეაციული მნიშვნელობის და ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორია;

(viii) ხიდებზე ტრანსპორტის გადაადგილება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმაური და დაბინძურებული ჩამონადენი, ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს შემთხვევითი დაღვრა.

22. ძირითადი სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედება განხილული უნდა იქნეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლოს შემდეგით:

(i) ადგილობრივი მოსახლეობისგან მიწის გამოსყიდვა, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური და ეკონომიკური გადაადგილება ან/და მათი ბიზნესის;

(ii) მოსახლეობის შემოსავლის წყაროს და სამუშაო ადგილების დაკარგვა არსებული ხრეშის მოპოვების კანონიერი და არაკანონიერი კარიერების დამუშავების შედეგად;

(iii) საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკები ხიდის და ინფრასტრუქტურის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს.

23. სტრატეგიული პარამეტრების ფორმულირება და ანალიზი არ უნდა შემოიფარგლოს ტექნიკური ეკონომიკური კვლევისგან მიღებული ინფორმაციით და უნდა შეიცავდეს არსებული ხიდის რეაბილიტაციას ახალის მშენებლობის გარეშე; ახალი ორზოლიანი ხიდის მშენებლობა; და ახალი ოთხ ხაზიანი ხიდის მშენებლობა შესართავთან. ტექნიკურ ალტერნატივებს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა საინჟინრო დიზაინები და ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნას ახალი ხიდის მშენებლობისთვის სხვადასხვა ტერიტორიები, არსებული ხიდი და დამაკავშირებელი გზები.

ალტერნატივების გაანალიზება

24. გარემოზე დაყრდნობით და დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული  სტრატეგიული და ტექნიკური პარამეტრების დროს და   ალტერნატივების კომპლექსური ანალიზის განახორციელოს. ამ მიმართულებით, სინთეზის კალკულაცია ხელმისაწვდომი იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევიდან და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციიდან, რომელიც დაკავშირებულია გარემოსდაცვით და სოციალურ ხარჯთაღრიცხვებთან. წარმოადგინოს ზოგადი აღწერობა და სავარაუდო გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ღირებულება, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების განხილვის სტადიაშია, რომელიც მოიცავს გარემოს ეფექტურობისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის შემარბილებელი ღონისძიებებს და კომპენსაციის საჭიროებებს. მჭიდროდ ითანამშრომლებს დიზაინერების გუნდთან და უზრუნველყოს დამქირავებლის ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების დროს.

25. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული მდინარის გადაკვეთებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობის და პროექტის დეტალურად დიზაინის შესაძლებელია:

(i) განახორციელოს ამ ინფრასტრუქტურის დეტალური გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული ზემოქმედების შეფასება მშენებლობის და ოპერირების;

(ii) ჩამოაყალიბოს კონკრეტული უარყოფითი ზემოქმედების შემცირების ზომები  და სრულყოს შეფასება შემარბილებელი ღონისძიებების ღირებულების;

(iii) იდენტიფიცირება მოახდინოს დარჩენილი ზემოქმედება შემარბილებელი ღონისძიებების გატარების შემდეგ და ახსნას პროექტის განხორციელების დადებითი მხარეები;

(iv) წარმოადგინოს პროექტისთვის გარემოს მონიტორინგის გეგმა მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზების დროს.

26. ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვის მატრიცა შედგება შემარბილებელი და მონიტორინგის გეგმებისგან უნდა განსაზღვრავდეს პასუხისმგებელი მხარეებს და შეასრულოს შემარბილებელი ღონისძიებები,  იყოს სპეციპიკური ინდიკატორების შემუშავების და გარემოს მონიტორინგის მეთოდოლოგიის დროს, წარმოადგინოს საუკეთესო შეფასების ღირებულება ცალკე შემარბილებელი ღონისძიებებისთვის. გარემოს და სოციალური გარემოს მართვის გეგმამ უნდა ასახოს შემარბილებელი ღონისძიებები და მათი ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს გამოყენებადი, როგორც ცალკე დოკუმენტი სატენდერო პაკეტის და შემდგომ ხელშეკრულების დანართად შესასრულებელი სამუშაოების. აქედან გამომდინარე, გზშ უნდა იყოს დეტალურიდ, კონკრეტული და ადვილად გამოყენებადი სამშენებლო კომპანიების მიერ.

27. განსაზღვროს განსახლების სამოქმედო გეგმის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში მიწის გამოსყიდვა და ფიზიკური ან ეკონომიკური გადაადგილება გახდება საჭირო. ცალკე განსახლების სამოქმედო გეგმა არის საჭირო.

საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა მიღება მოძიებული ინფორმაციის შესახებ გზშ

28. კონსულტანტმა აქტიურად ჩაერთოს დაინტერესებულ მხარეები გზშ ყველა ეტაპზე, რომელიც აუცილებელია პროექტის ზეგავლენის ტერიტორიაზე მრავალმხრივი საქმიანობისთვის და სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებით. საჯარო კონსულტაციების შედეგები წინამდებარე გზშ არის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნა, ისევე როგორც მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის.

29. კონსულტანტმა უნდა დაგეგმოს საჯარო კონსულტაციები, რომელიც უნდა გზშ-ს პირველადი ანგარიშის და საბოლოო გზშ-ს უნდა მოიცავდეს სრული აღწერას: ა) ინფორმაცია და კონსულტაციების ჩატარება და ბ) მოკლე შინაარსი საზოგადოების დამოკიდებულება და როგორ არის მათი მოსაზრებები გათვალისწინებული გზშ-ში. გზშ-ს, ასევე უნდა შეიცავდეს საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის, რომელიც გამოყენებულ იქნება მშენებლობის ეტაპზე საზოგადოების შეშფოთების მიზეზი და საჩივარი ეცნობოს შესაბამის ადრესატს.

30. დამქირავებელი წინამდებარე გზშ-ს პასუხისმგებელია პროექტთან დაკავშირებული კონსულტაციების პროცესში და საზოგადოების მხარდაჭერის. ეს მოიცავს ტექნიკური დავალების და გზშ-ს ანგარიშის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვებს და კონსულტაციებს, და საჯარო განხვილვებიდან მიღებული კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინებას და გზშ-ს ანგარიშის სამუშაო ვერსიის შესწორებას. კონსულტანტს მოეთხოვება ხელი შეუწყოს ორგანიზებას და ჩატარება კონსულტაციების პროცესს და უნდა იმოქმედოს დამქირავებლის დეტალურ ინსტრუქციების საფიძველზე. უფრო კონკრეტულად კი, კონსულტანტმა უნდა:

  • მოამზადოს და მიაწოდოს პრეზენტაცია, ქართულად, მათი სამუშაოების შესახებ ყოველი შეხვედრის;
  • ჩანაწეროს საკონსულტაციო შეხვედრების დროს გამოთქმული შენიშვნები;
  • თვითოეული შეხვედრის შესახებ აწარმოოს წერილობითი ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე, შენიშვნების, დასწრე საზოგადოების, დაინტერესებულ მხარეების, წამოჭრილ საკითხებზე დისკუსიები და მათზე გაცემული პასუხები, მოამზადოს სხდომის ოქმები (თან დაურთოს შეხვედრის დროს გადაღებული სურათები);
  • ურჩიოს დამქირავებელს შესაბამისი მხარდაჭერით და რეკომენდაცია გაუწიოს პროექტში შესატან ცვლილებებს ან/და შესთავაზოს შემარბილებელი ღონისძიებები.

 

კონსულტანტიანგარიშვალდებულება და გრაფიკი

მოსაწოდებელი დოკუმენტაცია

შინაარსი

ვადები

წარმოსადგენი დოკემენტაციის რაოდენობა 

გადახდა

პირველადი ანგარიში

კონტრაქტორმა სამუშაოს ორგანიზების, წარმოადგინოს ინფორმაციული ხარვეზები, ვადები და მეთოდოლოგია საველე სამუშაოების, და კონსულტანტის გუნდის შემადგენლობის მითითებით

კონტრაქტის ხელმოწერიდან

30 დღეში

ბეჭდური ვერსია:

ინგ. 2 ეგზ. - ქართ. 2 ეგზ.

ელ ვერსია: ინგ. 1 CD – ქართ. 1 CD

-

შუალედური ანგარიშის სამუშაო ვერსია

 უნდა განიხილოს საკანონმდებლო და ინსტიტუციალური კონტექსტი, არსებული გარემოს და სოციალური ფონური მდგომარეობის აღწერა, რომელიც მოიცავს საველე კვლევებს, ბათუმის კრიტიკულ სტრატეგიულ გეგმებ და არსებული ავიაფაუნის შესწავლა; და ხაზი გაუსვას ზემოქმედების ანალიზს.

კონტრაქტის ხელმოწერიდან

90 დღეში

ბეჭდური ვერსია:

ინგ. 2 ეგზ. - ქართ. 2 ეგზ.

ელ ვერსია: ინგ. 1 CD – ქართ. 1 CD

30%

შუალედური ანგარიში

უნდა მოიცავდეს ყველა პარაგრაფს და გათვალისწინებულ იქნეს დამკვეთისა და მსოფლიო ბანკის კომენტარები

კონტრაქტის ხელმოწერიდან 150 დღეში

ბეჭდური ვერსია:

ინგ. 2 ეგზ. - ქართ. 2 ეგზ.

ელ ვერსია: ინგ. 1 CD – ქართ. 1 CD

 

საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსია

გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამკვეთისა და მსოფლიო ბანკის კომენტარები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე

კონტრაქტის ხელმოწერიდან 170 დღეში

ბეჭდური ვერსია:

ინგ. - 3 ეგზ.

ქართ. - 7 ეგზ.

ელ ვერსია: ინგ. 2 CD – ქართ. 2 CD

30%

საბოლოო ანგარიში

თანდართული იქნება დაინეტერესებულ მხარეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ამსახველი დოკუმენტაცია, ფორმატირებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ბანკის ელ. მონაცემთა ბაზის მეშვეობით

კონტრაქტის ხელმოწერიდან 190 დღეში

ბეჭდური ვერსია:

ინგ. 10 ეგზ. - ქართ. 10 ეგზ.

ელ ვერსია: ინგ. 5 CD – ქართ. 5 CD

40%

კონსულტატნის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა და მინიმალური კვალიფიკაცია 

31. კონსულტანტის მიერ წარმოდგენილმა გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ძლიერი და შესაბამისი უნარჩვევების სპეციალისტებით, რომლებსაც გამოცდილება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მომზადების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელიც დაეფუძვნება წინა მსგავს  გამოცდილებას, რომელიც საშუალებას მისცემს წარმოაჩინოს ახლებური ხედვა მოწყვლადი ეკოსისტემებზე გარემოზე ზემოქმედების შემარბილება და საკომპესაციო ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ზოგადად, ჯგუფი უნდა იყოს დაკომპლექტებული შემდეგი სპეციალისტებით:      

  • გუნდის ლიდერი - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება გარემოსდაცვით სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო პროექტების მომზადება და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოსდაცვითი მართვის გეგმა და სხვა;
  • ორნიტონოგი - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება პროექტებსა და კვლევებში;
  • ზოოლოგი - ზოგადი ექსპერტიზის ხმელეთის და წყლის ფაუნა - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტებსა და კვლევებში;
  • ჰიდროლოგი - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტებსა და კვლევებში;
  • ბოტანიკოსი - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება პროექტებსა და კვლევებში;
  • სოციოლოგი - უნდა ჰქონდეს მინიმუმ 8 წელი სამუშაო გამოცდილება პროექტებში, კვლევებსა და სასურველია იგი იქნება იყოს ადგილობრივი.

32. საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ კონსულტანტმა შეიძლება სხვა პროფილის წევრებიც მოიწვიოს თავის ჯგუფში და თავად განსაზღვროს ამა თუ იმ სპეციალიზაციის წევრთა რაოდენობა და დასაქმების ხანგრძლივობა.

დანართი 1: ქალაქი ბათუმი

დანართი 2. ინტერვეციული ტერიტორია

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: