პროექტები
თბილისი-საგარეჯოს ახალი გზა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც 3 მონაკვეთად იყო დაყოფილი, დასრულდა და  აშენდა 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 527 169 937 ლარი შეადგინა.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია.

ლოტი 0 - ვაზიანის შემოსავლელი გზა

  • ვაზიანის შემოსავლელი გზა ლოტი-0 იწყება კმ 0+310 ნიშნულიდან და სრულდება 04+040 ნიშნულზე. დასაწყისი 0+310.22 მდებარეობს არსებული ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით
  • პროექტი ითვალისწინებდა 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას
  • მშენებელი კომპანია: შპს „New Road“
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 63,888,887.69 ლარი

ლოტი 1 - ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი

  • ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზა ლოტი-1 იწყება კმ 04+040-ზე, მდებარეობს ვაზიანის კვანძთან, დასასრული კმ 27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, საგარეჯოს კვანძის აღმოსავლეთით
  • პროექტი ითვალისწინებდა 23,8 კმ საავტომობილო გზის და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას
  • მშენებელი კომპანია: China Road and Bridge Corporation
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 313,378,683.82 ლარი

ლოტი 2 - საგარეჯოს შემოსავლელი

  • საგარეჯოს-შემოსავლელი საავტომობილო გზის ლოტი 2 იწყება კმ 27+840-დან, რომელიც მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან. დასასრული - კმ 35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით
  • პროექტი ითვალისწინებდა 7,6 კმ საავტომობილო გზის და 17 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას
  • მშენებელი კომპანია: ერთობლივი საწარმო -  Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi და Maqro Construction LLC
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 149,902,365.13 
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: