პროექტები
თბილისი-საგარეჯოს ახალი გზა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია. აღნიშნული გზა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია ვაზიანის შემოვლით გზაზე, რომელიც თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთია.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,  კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია.

ლოტი 0 - ვაზიანის შემოსავლელი გზა

  • ვაზიანის შემოსავლელი გზა ლოტი-0 იწყება კმ 0+310 ნიშნულიდან და სრულდება 04+040 ნიშნულზე. დასაწყისი 0+310.22 მდებარეობს არსებული ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით.
  • პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
  • მშენებელი კომპანია: შპს „New Road“-
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 63,888,887.69 ლარს

ლოტი 1 - ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი

  •  ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზა ლოტი-1 იწყება კმ 04+040-ზე, მდებარეობს ვაზიანის კვანძთან, დასასრული კმ 27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, საგარეჯოს კვანძის აღმოსავლეთით.
  • პროექტი ითვალისწინებს 23,8 კმ საავტომობილო გზის და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
  • მშენებელი კომპანია: China Road and Bridge Corporation
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 313,378,683.82 ლარს

ლოტი 2 - საგარეჯოს შემოსავლელი

  •  საგარეჯოს-შემოსავლელი საავტომობილო გზის ლოტი 2 იწყება კმ 27+840-დან, რომელიც მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან. დასასრული - კმ 35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით.
  • პროექტი ითვალისწინებს 7,6 კმ საავტომობილო გზის და 17 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
  • მშენებელი კომპანია: ერთობლივი საწარმო -  Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi და Maqro Construction LLC
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 149,902,365.13 
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: