სადახლო-წოფი-ახქერფის გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
სადახლო-წოფი-ახქერფის გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
19 სექ, 2023 09:51:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 655 986 ლარია. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: