საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს
14 სექ, 2023 11:07:26

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება.

11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი ადგილობრივი გზის გამოყენებით (ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა) მოძრაობს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: