შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
04 აგვ, 2023 10:15:07

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. ასევე, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც.

გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი  და 139-კმ-ზე არსებული ხიდი  (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: