კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
17 ოქტ, 2022 11:39:56
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტერაქტიული რუკა