კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
17 ოქტ, 2022 11:39:56

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: