თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება
თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება
16 აგვ, 2022 10:44:59

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აგრძელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის გაგანიერების, ფერდის დამჭერი ნაგებობების მშენებლობის, საგზაო სამოსის კონსტრუქციის მოწყობის და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

ახმეტა-თიანეთის გზა გადის ილტოს ხეობის სოფლების ნაწილზე და ერთმანეთთან აკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სოციალ-ეკონომიკური, ასევე ხეობის ტურისტული განვითარების  თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება გზა, აშენდება 2 ახალი  და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი. ასევე, ჩატარდება მდინარე ილტოს ნაპირდაცვის სამუშაოები.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება არის 12.1 მილიონი ლარი. პროექტის დასრულება 2023 წლის მარტშია დაგეგმილი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: