ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07 ივნ, 2022 11:04:09

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 21 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზის სრული რეაბილიტაცია მოიცავს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  ასფალტ-ბეტონის საფარისა და სანიაღვრე მილების მოწყობის, ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირები და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ადგილობრივ გზებთან მოეწყობა მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოინიშნება და შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს ერთმანეთთან ზესტაფონსა და ხარაგულს და შესაბამისად,  მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს ერთმანეთთან კავშირისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალით სარგებლობა აღარ მოუწევთ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 288 887  მლნ. ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: