შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველი, 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: გომი, ვაყა და ნაწილობრივ ალი. აღნიშნული გზა შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან.
მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა მიწის სამუშაოები, ეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.4 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.