2 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
2 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
30 აპრ, 2022 18:28:02
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. აღნიშნულის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 2 მაისს 02:00 სთ-დან 06:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით.
ინტერაქტიული რუკა