2 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
2 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
30 აპრ, 2022 18:28:02

საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის 155-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო ჯგუფი“  საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. აღნიშნულის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 2 მაისს 02:00 სთ-დან  06:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: