გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნენ
გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნენ
22 მარ, 2022 10:07:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და მისი მოადგილეები,  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ევგენი ჟუკოვი, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი და საქართველოს მისიის წარმომადგენლები, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და პროექტების პროგრესი და გამწვევები განიხილეს.

აზიის განვითარების ბანკი, რიკოთის საუღელტეხილო გაზაზე, ხევი-უბისასა და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების მშენებლობას აფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების,  ბათუმის შემოვლითი გზის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის, წნორის შემოვლითი გზის, ფოთის ხიდის და მისასვლელი გზის მშენებლობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: