6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
05 თებ, 2021 18:27:58
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია ,,აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთი“ გეგმავს ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟს. რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა