გორის გვირაბში 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბში 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
14 დეკ, 2020 17:14:02
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2020 წლის 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა