გორის გვირაბში 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბში 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
14 დეკ, 2020 17:14:02

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,  დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2020 წლის 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: