თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
03 ივნ, 2020 16:07:22
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. გადაადგილება სპეციალური რეჟიმითაა შესაძლებელი, კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა შემოდგომაზე ჩაიკეტა და ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო.
ინტერაქტიული რუკა