თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
03 ივნ, 2020 16:07:22

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. გადაადგილება სპეციალური რეჟიმითაა შესაძლებელი, კერძოდ,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა შემოდგომაზე ჩაიკეტა და ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: