საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შეხვედრა კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით
შეხვედრა კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით
24 მარ, 2020 11:19:53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე  კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.

„ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავვე  კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლად დაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: