ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, საპროექტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილია პროექტის საწყისი და შუალედური ანგარიშები. ალტერნატიული მიმართულებების შედარების შემდეგ, შერჩეულია უპირატესი მიმართულება, რომელზეც დასრულებულია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და პროექტის სამუშაო ვერსია 2019 წლის ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი.
პარალელურად, უკვე მომზადდა ტექნიკური დავალება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის, რომლის შესაბამისადაც ორეტაპიანი ტენდერის საშუალებით მოხდება კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე.
გეგმის შესაბამისად დასრულებულია სკოპინგის ანგარიში, რომელიც შესათანხმებლად გაგზავნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის სავარაუდო ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.