საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
09 იან, 2019 19:26:41

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია მსუბუქი ავტოტრანსპორტითვის. რაც შეეხება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის დანარჩენ მონაკვეთებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა)მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.         

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: