საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოძრაობა აკრძალულია
დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოძრაობა აკრძალულია
24 ივნ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ლარსის გამშვები პუნქტიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა ევაკუაცია.

ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: