მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
23 მარ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე მდ.ჭოროხზე არსებული ხიდი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციაა. ის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ბათუმს  უახლოესი ზღვისპირა სოფლებთან, გონიოს სანაპიროსთან  და თურქეთის საზღვართან მიმავალ სხვა დასახლებებთან აკავშირებს.

აღნიშნული ხიდის სიგრძე 473, ხოლო სიგანე 11,5  მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია შუალედური ბურჯების გაძლიერება, საყრდენი ნაწილების გამოცვლა, მალის ნაშენის რეაბილიტაცია, სადეფორმაციო ნაკერების, სავალი ნაწილის, დაზიანებული ფილების გამოცვლა და ახალი ტროტუარების მოწყობა. ასევე, მდინარის კალაპოტის ფორმირება, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის სავალ ნაწილზე დამცავი და შემასწორებელი ფენის დემონტაჟი.

რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატრანსპორტო  მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.   

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 მილიონ 929 440 ლარია და  2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: