ჩქაროსნული გზის რუისი–აგარას მონაკვეთი გაიხსნა
ჩქაროსნული გზის რუისი–აგარას მონაკვეთი გაიხსნა
16 დეკ, 2015 00:00:00

16 დეკემბერს, 15:00 საათზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთო. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუისი–აგარას 19,5 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა.

ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი, ჩინური კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე ჰუან ფენ ციუ და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ჯიაო ხუაი სინი.  

პროექტის ფარგლებში აშენდა: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 5 გზაგამტარი - ორდონიანი გადაკვეთებით და 3 პარალელური სახიდე გადასასვლელი.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და  მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე, რომლის ღირებულება 70 მილიონ ლარია, 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

რუისი–აგარას მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულ მიმართულებაზე გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

მშენებლობა ჩინურმა კომპანიამ „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრი 23“-მა განახორციელა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: