საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა
წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა
09 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

აღნიშნული 8,9 კმ-იანი გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზას უერთდება და ასევე, ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდ მუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.

პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი; მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები, კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ  გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლები მიედინებოდა.

ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები სასოფლო სამეურნეო პროდუქტების უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც ადგილობრივი დოვლათის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: