საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სოფელ სკრაში ნაპირდამცავი ნაგებობა მოეწყო
სოფელ სკრაში ნაპირდამცავი ნაგებობა მოეწყო
03 დეკ, 2015 00:00:00

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.

სოფელი სკრა, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 620 მ-ზე მდებარეობს. ტერიტორიის რელიეფიდან გამომდინარე, წყალდიდობის დროს, წყლის დონე პერიოდულად იწევდა და დასახლება იტბორებოდა, რასაც ნაპირის ინტენსიური ეროზია ერთვოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დასაცავად,  ეროზიისაგან დამცავი ქვანაყარი ბერმა  და დატბორვის საწინააღმდეგო დამბა მოაწყო.  ახალი ნაპირდამცავი ნაგებობის სიგრძე 160 მეტრია.

325.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.  პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: