ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
24 სექ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კილომეტრიან მონაკვეთზე (ლოტი 2) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნულ მონაკვეთზე  შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ამ დროისათვის, 8 ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დანარჩენი ხიდები აქტიურად შენდება.

მიწების შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეფერხებულია საქართველოში ყველაზე გრძელი, 1180 მეტრიანი ხიდი – ვიადუკის მშენებლობა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით შენდება. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად გამოიყენება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარია.

ვიდეო: https://youtu.be/7zTRFfBYqTk

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: