კახეთში „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანია გრძელდება
კახეთში „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანია გრძელდება
18 ივლ, 2015 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალურ კამპანიაში  „არ დაარღვიო საგზაო წესები“ თელავის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთვნენ. კამპანიის ფარგლებში, მსახიობებმა და   არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებმა, ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მძღოლებსა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული სპეციალური საინფორმაციო ფლაერები და ბუკლეტები დაარიგეს.

კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანიას – „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მოსფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში.

2014 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ავტო–საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 503 და დაიღუპა 57 ადამიანი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: