კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია ხორციელდება
კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია ხორციელდება
30 ივნ, 2015 00:00:00

„საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის ფარგლებში, წინანდლის საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგებს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორც თეორიულ მასალას, ასევე სპეციალურად მათთვის მოწყობილ პრაქტიკული სახის საჩვენებელი სიტუაციებს.

კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანიას – „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახორციელებს.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში.

კახეთის რეგიონში, კამპანია გრძელდება და მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ გზაზე უსაფრთხო გადაადგილების, სიჩქარით გამოწვეული რისკების, უსაფრთხოების ღვედის მოხმარების და ალკოჰოლის ზეგავლენის შესახებ. ამასთანავე, მოეწყობა პრაქტიკული სიტუაცები მოძრაობის უსაფრთხოების საკითხზე.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: