ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
07 მაი, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნო.

ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის, 44 მიწისქვეშა გასასვლელისა და რკინაბეტონის წყალგამტარი მილის მშენებლობა.

ამ დროისათვის მიწის სამუშაოები, ასევე წყალგამტარი მილების, რკინა-ბეტონის ხიმინჯების, კოლონების, რიგელებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა. სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და  მისი ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტზე 280 ადამიანია დასაქმებული. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: