დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე იმსჯელეს
დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე იმსჯელეს
19 აპრ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და მას ცენტრის დირექტორი ნოდარ ნადირაშვილი და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს სტიქიის განმეორების შემთხვევაში საევაკუაციო მარშრუტები და საფრთხის მაქსიმალურად თავიდან არიდების გზები, ასევე დევდორაკის ხეობაში სამომავლოდ იგეგმება საგანგაშო სისტემის დამონტაჟება, რისთვისაც მოხდა პერიმეტრის შეფასება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დევდორაკის ხეობაში უკვე დაიწყო ჩამკეტი ბარიერების მოწყობის სამუშაოები, რათა სტიქიის განმეორების შემთხვევაში დროულად მოხდეს მოძრაობის გადაკეტვა და ხალხის ევაკუირება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: