ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური - კობისა და ტყიბული- ამბროლაურის მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური - კობისა და ტყიბული- ამბროლაურის მონაკვეთზე
11 თებ, 2015 00:00:00
ამ დროისთვის საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე, სადაც მოსალოდნელია ძლიერი თოვა და კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვებია ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზების დანარჩენ მონაკვეთებზე, მათ შორის თბილისი-გუდაურის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა