დავით შავლიაშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა
დავით შავლიაშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა
17 ნოე, 2014 00:00:00
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, რომელიც 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ობიექტი დღეს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თამჯდომარესთან ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად მოინახულა.  ამჟამად  ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, ასევე შენდება 9 ხიდი, 7 გზაგამტარი, 21 მიწისქვეშა გასასვლელი, 2 გვირაბი და  ეწყობა 43 წყალგამტარი მილი. დავით შავლიაშვილი დეტალურად  გაეცნო, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთული ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, რომლის საერთო სიგრძე 1180 მეტრს შეადგენს. საქართველოში სახიდე კონსტრუქციის მოწყობა ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით პირველად ხდება.
უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოებზე 550-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა  უმრავლესობა ადილობრივი მოსახლეობაა.   პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს  და მისი ღირებულება 210 მლნ ლარს შეადგენს. 
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, რომელიც 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ობიექტი დღეს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თამჯდომარესთან ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად მოინახულა.  ამჟამად  ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, ასევე შენდება 9 ხიდი, 7 გზაგამტარი, 21 მიწისქვეშა გასასვლელი, 2 გვირაბი და ეწყობა 43 წყალგამტარი მილი. დავით შავლიაშვილი დეტალურად  გაეცნო, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთული ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, რომლის საერთო სიგრძე 1180 მეტრს შეადგენს. საქართველოში სახიდე კონსტრუქციის მოწყობა ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით პირველად ხდება.უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოებზე 550-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა  უმრავლესობა ადილობრივი მოსახლეობაა.   პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს  და მისი ღირებულება 210 მლნ ლარს შეადგენს. 
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: