დღეს, აჭარის რეგიონში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ რეაბილიტირებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. გზის გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საავტომობილო გზების რეგიონული დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე ესწრებოდნენ.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მილებსა და ბეტონის საყრდენ კედლებს, ჩატარდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ზიმო 7“-მა შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 50-მდე ადამიანი, მათგან ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე.